top of page
ChatGPT Image Mar 16, 2026, 03_24_29 PM_edited.jpg
Abstract White Waves

About

ლელი შევჩენკო | სტრატეგიული არქიტექტურა და დიზაინი

ჩვენი სტუდია ორიენტირებულია სივრცის მეცნიერულ და პრაქტიკულ მოწყობაზე. ჩვენი მიდგომა აერთიანებს ნეიროარქიტექტურის პრინციპებსა და კორპორატიულ გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს გარემოს, რომელიც მორგებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფუნქციურ საჭიროებებზე.

რას ვთავაზობთ დამკვეთს:

  • პროექტების სრული მენეჯმენტი: იდეიდან გასაღების ჩაბარებამდე. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას პროცესის ყველა ეტაპზე.

  • რისკების ანალიზი და პრევენცია: მშენებლობისა და რემონტის დროს მოსალოდნელი შეფერხებების წინასწარი განსაზღვრა და მათი ეფექტური აღმოფხვრა.

  • დროის მენეჯმენტი: პროექტის ვადების მკაცრი კონტროლი და რესურსების ოპტიმიზაცია.

  • ნეიროარქიტექტურა: სივრცის დაგეგმარება ისე, რომ მან პოზიტიური გავლენა მოახდინოს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, პროდუქტიულობასა და დასვენების ხარისხზე.

  • რესტავრაცია და ინტეგრაცია: დაძველებული ავეჯის პროფესიონალური განახლება და მისი ორგანული შერწყმა თანამედროვე, კორპორატიულ თუ საცხოვრებელ ინტერიერში.

  • 3D ვიზუალიზაცია: პროექტის ზუსტი ციფრული მოდელირება, რაც საშუალებას გაძლევთ წინასწარ იხილოთ დასრულებული გარემო.

რატომ ჩვენ?

ჩვენი კორპორატიული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ მაქსიმალურად ორგანიზებულები. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ დიზაინს — ჩვენ ვმართავთ თქვენს ინვესტიციას, რათა მიიღოთ ხარისხიანი შედეგი დათქმულ დროში და ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

649621918_26736301572629502_778669527613273409_n.jpg
Architect
Designer
Lecturer

არქიტექტორი
დიზაინერი
​ლექტორი

Your details were sent successfully!

 ლელი შევჩენკომ, 2013 წელს დააფუძნა საკუთარი საპროექტო და მას შემდეგ არის საკუთარი სტუდიის დირექტორი და მთავარი არქიტექტორი - https://www.facebook.com/leli.shevchenko

 წლების განმავლობაში თანამშრომლობდა „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად - მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული განყოფილება და სხვა.

 

 ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;

 

 თანამშრომლობს "სეუსთან", (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი)  „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;

 

  შექმნა 300-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლისა და ბინის  არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;

 ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში; 2006-2010 წლებში მუშაობდა გრაფიკული პროგრამების ლექტორად სასაწვლო ცენტრში "ცოდნა. 2022 წლიდან ასწავლიდა სასწავლო ცენტრში "სმარტ აკადემია", სადაც საავტორო კურსი მიჰყავდა ინტერიერის დიზაინის შესახებ.

 

არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;

2004  წლიდან  მონაწილეობდა სხვადასახვა  გამოფენაზე , რომელიც მოეწყო ქარვასლაში, გრიბოედოვის თეატრში, თუმანიშვილის თეატრში, სამხატვრო აკადემიაში.დიზაინერად და არქიტექტორად  მუშაობს 2006 წლიდან. მუშაობდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა კულტურის ძეგლის სტატუსი მქონე ნაგებობის რეაბილიტაციის, კონსერვაციისა  და ტურიზმის განვითარების  პროექტებში.

 

"მეიდან ჯგუფი"-ს დაკვეთით:

  • "ქარვასლის სიონის" რეაბილიტაცია.

  • კულტურის პალატის ოფისი-კონსერვაცია და ინტერიერის დიზაინი .

  • ლეღვთახევში ტურიზმის განვითარების პროექტი.

  • ერეკლე II -ს მოედანზე განთავსებული სახლის რეაბილიტაცია.

  • ერეკლე II -ს მოედანთან არსებული უზბეკური რესტორნის რეაბილიტაცია.

  • ქარვასლისა და მანთაშოვის დამაკავშირებელი ხიდების პროექტი.

  • -გარდაბნის სამონადირეო კომპლექსი -ინტერიერი.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი-ს დაკვეთით ინტერიერის დიზაინი.

 

"ავერსი კლინიკის" დაკვეთით

  • პოლიკლინიკა.

  • ესთეტიკის ცენტრი

 

2006 წ- დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაკალავრიატი თეატრის მხატვარ-დიზაინერის სპეციალობით.

2010 წ- დაასრულა თ.ს.ს.ა არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურა -"ფერი და განათება არქიტექტურულ დიზაინში".

2010 წ- მიიღო მონაწილეობა "ექსპო ჯორჯიაში" მოწყობილ Fashion Week-ის დიზაინის შექმნაში.   

2010 წ- მიიღო მონაწილეობა არქიტექტურულ კონფერენციასა და ვორქშოფში-"ძველი თბილისის იდენტობა და სული"  

2010 წ - გაიმარჯვა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში, ნომინაციაში:"საუკეთესო სტუდენტური პროექტი"

2010 წ - გაიმარჯვა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში, ნომინაციაში: "საუკეთესოდ განათებული ობიექტი" 

2010 წ - მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში :"ურბანული კონცეფცია- საველოსიპედე გზები“

2011 წ - გაიმარჯვა სახელოვნებო კონკურსში:  ”ხელოვნება საქართველოს საზოგადოებრივ სივრცეში”  (3 ადგილი) გოეთეს ინსტიტუტი http://www.facebook.com/RollTube

2011წ - გაიმარჯვა კონკურსი-არქიტექტურული პრემია (1 ადგილი ნომინაციაში: ფერი და განათება)-არქიტექტორთა კავშირი

2012წ-მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში ბულგარეთში.

2013 წ -გაიმარჯვა  საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსში,  ნომინაციაში: " საუკეთესო ინტერიერის პროექტი"

2014 წ- გაიმარჯვა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში, ნომინაციაში: "საუკეთესო ინტერიერის პროექტი"

2015 წ - მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო არტ ფესტივალში " არტ სოფელი უწერა". (ჩაატარა მასტერკლასი და სარესტავრაციო სამუშაოები.

 

მუშაობს ფერწერაში, ქმნის დეკორატიულ პანოებს, ახდენს ფასადებისა და სახლების მოხატვას, ავეჯის აღდგენას, ქმნის  დეკორატიულ აქსესუარებსა და სანათებს.

ასევე მუშაობს არტ-თერაპიის მიმართულებით.
 

 

 

 

 

 

Abstract White Waves

Get in touch

Leli Shevchenko
info@edushevchenko.com

Nutsubidze Street
Georgia, Tbilisi

 

Tel: +995 99 14 70 75
 

Your details were sent successfully!

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • Google+ Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Pinterest Social Icon
  • Instagram Social Icon
Abstract White Waves
SEU.jpg
ARSHIA.jpg
უნი.jpg
ქირურგია.jpg
  • Facebook
  • Instagram
  • TikTok
bottom of page